Article 12. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა
1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა (აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში.
2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სივრცითი დაგეგმვის (საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
3. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნისა და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით.
4. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციას თან ახლავს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №684 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
აკვაკულტურის შესახებ
