Article 14. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა
1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად და აკვაკულტურის დასაცავად, აგრეთვე საზღვაო ეკოსისტემაზე თევზის მეურნეობის შესაძლო შეუქცევი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მინისტრის ბრძანებით მტკიცდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა.
2. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა ითვალისწინებს მონაცემების ჩაწერის სისტემისა და მათი ანალიზის პროცედურებს, აგრეთვე აკვაკულტურის ნებართვის გამცემისა და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს.
3. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა აღწერს ნიმუშების აღების პროცესს და გარემოს ხარისხის განსაზღვრისთვის საჭირო საქმიანობას, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
აკვაკულტურის შესახებ
