1.პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მუდმივად ხელს უწყობს მის დანერგვას. ფარგლებში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრება სტატუსის მაძიებელი პირის ფუნქციური უნარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა საფუძველზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
