Article 42. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლება
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესი განახლდება დადგენილი ვადის გასვლისას ან საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზედამხედველო ორგანოს.
2. საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეჩერებული ერთეულების გამოსყიდვის პროცესი განახლდება დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში ან საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით. თავი VII საინვესტიციო ფონდების შერწყმა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საინვესტიციო ფონდების შესახებ
