1.თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2.აუქციონზე შეიძლება გაიყიდოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება, გარდა ფინანსური გირავნობის საგნისა, რომლის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება.
3.გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების აუქციონზე გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
4.აუქციონი ტარდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესებისა.
5.
