1.რეგულირებული შეთანხმება არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით მიღწეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თითოეული კრედიტორი მინიმუმ იმდენს მიიღებს, რამდენსაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე თანახმაა.
2.რეგულირებული შეთანხმების მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, შენარჩუნება, რაც გამორიცხავს ამ შეთანხმების ფარგლებში მის ლიკვიდაციას.
3.რეგულირებული შეთანხმება შეიძლება დაიდოს და შესრულდეს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მონაწილეობით.
4.რეგულირებული შეთანხმების დასადებად წარმართული მოლაპარაკების პერიოდზე არაუმეტეს 2 თვის ვადით ვრცელდება ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. მოვალე უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესებით არ გამოიყენოს მორატორიუმი.
