1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.
2.გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს: ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.
3.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებული სუბიექტების ამავე კანონით დადგენილი რეგულირებისადმი დაქვემდებარებისთვის შესაბამისი საფუძვლის წარმოშობას.
