1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 45 დღის ვადაში რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ამზადებს მოვალის საქმიანობის ანგარიშს, რისთვისაც რეაბილიტაციის მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წერილობით მიმართავს შესაბამის პირებს და მათგან საჭირო ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენას მოითხოვს.
2.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა მოითხოვოს იმ პირისგან, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე 1 წლის განმავლობაში იყო: ა) მოვალის რეგისტრირებული დირექტორი ან ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა; ბ) მოვალის პარტნიორი: გ) მოვალის დასაქმებული; დ) მოვალის აუდიტორი ან მისთვის სხვა სახის პროფესიული მომსახურების გამწევი პირი.
3.მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, თავად მოამზადოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
