Article 66. შესაბამისი პერიოდი
1. ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი განხორციელდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალესთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში.
2. ქმედება, რომელიც მოვალემ კრედიტორისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.
3. ქმედება განხორციელებულად მიიჩნევა მისი ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომისას. ისეთი ქმედებების განხორციელების მომენტად, რომლებიც ნაწილ-ნაწილ ხორციელდება, მიიჩნევა ბოლო ქმედების განხორციელების ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომის მომენტი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
