1.საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კოოპერატივის საფირმო სახელწოდებას; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, დღესა და დროს; გ) მითითებას, ტარდება პარტნიორთა წლიური კრება თუ რიგგარეშე კრება; დ) საერთო კრების დღის წესრიგს.
2.საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა აღინიშნოს აგრეთვე საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებზე წინადადებებისა და დამატებების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
