Article 185. გაწეული მუშაობის მოწონება
1. წლიური ანგარიშის, წლიური ბალანსისა და მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისას მორიგი საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონების თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით ან ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტის მფლობელი აქციონერების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს ცალკეული წევრებისა და ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ გაწეული მუშაობის მოწონებისთვის ცალკე კენჭისყრა ტარდება.
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონება მათ არ ათავისუფლებს სააქციო საზოგადოების წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
