Article 239. კოოპერატივის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული.
2. წესდების ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
3. წესდება შეიძლება კოოპერატივის ორგანოების წევრთა არჩევნებისთვის კენჭისყრის განსხვავებულ წესს ადგენდეს.
4. კოოპერატივის წევრს აქვს 1 ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს აქვს 1 ხმა. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
