Article 40. საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ განხორციელებული ღონისძიებები
1. ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარუდგინონ მარეგისტრირებელ ორგანოს, თუ საერთო კრების გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე განხორციელდა რეგისტრაცია.
2. ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსონ სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე ან სხვაგვარად მიაწოდონ პარტნიორებს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
