ქალაქ თბილისში რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოა რაიონის პრეფექტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეფექტი. რაიონის პრეფექტს ქალაქის მერის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ქალაქის მერიისა და რაიონის პრეფექტურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საქმიანობის წესსა და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მერიის დებულება, რომელსაც ამუშავებს ქალაქის მერი საკრებულოსთან შეთანხმებით და ამტკიცებს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ქალაქ თბილისის რაიონების პრეფექტურებზე ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონი პრეფექტურის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ
Article 21. თბილისის რაიონის პრეფექტურა
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 31 Aug 1991
