Legal.geLegal.ge
AboutSpecialistsLibraryPricingBlogContact
LegalTools
...
Loading account
AboutSpecialistsLibraryPricingBlogContact
LegalTools
Loading account
Legal.geLegal.ge

Georgia’s legal marketplace.

Quick Links

  • About Us
  • Specialists
  • Services
  • Laws & Codes
  • Firms
  • Organisations
  • Events
  • Blog
  • Contact

Legal

  • Legal library
  • Privacy Policy
  • Terms & Conditions
  • Cookie Policy

Contact

contact@legal.ge+995 551 911 961

Tbilisi, Georgia

Specialist Directory

Criminal Law AttorneyCriminal Law LawyerCivil Law AttorneyCivil Law LawyerCorporate & Commercial Law AttorneyCorporate & Commercial Law LawyerLabor & Employment Law AttorneyLabor & Employment Law LawyerTax Law AttorneyTax Law LawyerDispute Resolution & Litigation AttorneyDispute Resolution & Litigation Lawyer

© 2026 Legal.ge. All rights reserved.

Made with in Georgia

Legal LibrarySource: matsne.gov.ge
Search Laws Topics Glossary
Legal Libraryტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებArticle 6

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

Article 6. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა

Consolidation №0 Verified against the current consolidation · 14 Nov 2022

1.ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

Related across Georgian law

Closest in meaning — including in other laws

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი82%
  • 8ტანის აღკვეთილის ტერიტორიის მართვა78%

Always up-to-date legal framework

2.ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს გორის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სათათბირო ორგანოს (საბჭოს).

4.სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება სათათბირო ორგანოს (საბჭოს) დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

6.სახელმწიფოს მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება, აღდგენა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შემუშავება; გ) მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ორგანიზება, დაკვირვებით მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება; ე) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრების, გზამკვლევების მოწყობისა და სხვა) ორგანიზება; ზ) ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

Previous 5Next 7

Need help with this law?

Describe your situation — we'll help you find the right specialist.

Describe your situationGet an answer from a licensed lawyer
All specialists
Phone

Status

In force

Consolidated 2022-11-14

0
cited by articles
0
amendments
0
versions
1
references

My notes

Citations in other articles

Cites

საქართველოს ადმინი… 239
Primary source (matsne)
  • 4ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი76%
  • თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

    • 6თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები79%

    მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

    • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები78%

    ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

    • 8ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები77%

    არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

    • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები76%

    დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

    • 18დაცული ტერიტორიების მართვა72%

    თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

    • 45თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის ორგანოები71%
    • 46თუშეთის , ბაწარა - ბაბანეურის , ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა71%

    დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

    • 19დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა71%

    სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

    • 5მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში71%

    Legal map

    Click a node to open
    45461923918566658486
    CitationRelated by meaningსაქართველოს ადმინისტრა…ტანისა და თეძმის დაცულ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…ცივ-გომბორის დაცული ტე…არაგვის დაცული ლანდშაფ…