აღწერის ძირითადი პრინციპებია: ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი; ბ) მოსახლეობის აღწერისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების პერიოდულობის არაუმეტეს 10 წლით განსაზღვრა; გ) ეკონომიკური აღწერის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დროს ჩატარება; დ) აღწერის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით და ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: დ.ა) ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებაში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია, რის გამოც აღწერა ამ დასახლებაში არსებული ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით განსაზღვრულ პერიოდში ტარდება; დ.ბ) საქსტატისგან დამოუკიდებელი მიზეზით კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Article 30. აღწერის ძირითადი პრინციპები
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
