Article 91. ტერიტორიული რეზერვი
1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდისა და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით.
2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული ქვედანაყოფებისგან.
3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება იმ პირებით, რომლებიც აკმაყოფილებენ აქტიური რეზერვისტისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
