1.ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ქსოვილის ბანკმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
1.ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ქსოვილის ბანკმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
Closest in meaning — including in other laws
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.თუ ქსოვილებით მომარაგება გადაუდებელი საჭიროებაა ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ქსოვილების ბანკი არ არსებობს, კომპეტენტურმა უწყებამ ქსოვილების იმპორტის განხორციელების უფლება შეიძლება მიანიჭოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელმაც ქსოვილები უნდა გამოიყენოს.
3.ქსოვილების იმპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქსოვილის ბანკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ქსოვილის ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის, აგრეთვე მიკვლევადობისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების ეკვივალენტურ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ მინიჭებული სათანადო უფლება.
4.ქსოვილის ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური უწყების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სათანადო ლიცენზიის საფუძველზე.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
6.ქსოვილების იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. თავი VI ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროს მართვა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.