Closest in meaning — including in other laws
კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ
Always up-to-date legal framework
კურორტების მიწებს მიეკუთვნება სამკურნალო მნიშვნელობის და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები, რომლებიც დადგენილი წესით სარგებლობისათვის გადაეცა სამკურნალო-საკურორტო დაწესებულებებს. კურორტების მიწები საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. მოსახლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვის მიზნით, ყველა კურორტზე ეწყობა სანიტარული დაცვის ზონები. კურორტის სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში მიწის ნაკვეთი მიწათმოსარგებლეებს არ ჩამოერთმევა. ამ ნაკვეთებით სარგებლობა ხორციელდება ოლქისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით. ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემა იმ საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელია ბუნებრივი სამკურნალო თვისებების და მოსახლეობის დასვენების ხელსაყრელი პირობების დაცვასთან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კურორტების მიწებს მიეკუთვნება სამკურნალო მნიშვნელობის და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები, რომლებიც დადგენილი წესით სარგებლობისათვის გადაეცა სამკურნალო-საკურორტო დაწესებულებებს. კურორტების მიწები საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. მოსახლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვის მიზნით, ყველა კურორტზე ეწყობა სანიტარული დაცვის ზონები. კურორტის სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში მიწის ნაკვეთი მიწათმოსარგებლეებს არ ჩამოერთმევა. ამ ნაკვეთებით სარგებლობა ხორციელდება ოლქისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით. ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემა იმ საწარმოების, დაწესებულებებისორგანიზაციების და ორგანიზაციებისათვის,დაწესებულებებისათვის, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელია ბუნებრივი სამკურნალო თვისებების და მოსახლეობის დასვენების ხელსაყრელი პირობების დაცვასთან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
Describe your situation — we'll help you find the right specialist.