Article 132. მიწათმოწყობის პროცესის სტადიები
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
მიწათმოწყობა შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება: მიწათმოწყობის საქმის აღძვრა; მიწათმოწყობის პროექტის შედგენა; მიწათმოწყობის პროექტის განხილვა და დამტკიცება; პროექტის ადგილზე გადატანა; მიწათმოწყობის დოკუმენტების გაფორმება და გაცემა. მიწათმომწყობი ორგანოები ახორციელებენ საავტორო ზედამხედველობას მიწათმოწყობის პროექტის შესრულებაზე.
