Article 46. მიწათმოსარგებლეთაგან მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან მათი დროებით დაკავების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება
მიწათმოსარგებლეებს უნდა აუნაზღაურდეთ ის ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან დროებით დაკავების შედეგად. სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებსაც მიზომილი აქვთ მიწის ნაკვეთები, მიწათმოსარგებლეებისათვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
