ამ კოდექსის მე-5 მუხლში აღნიშნული კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნება ხდება მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად. ერთი კატეგორიიდან მეორეში მიწების გადატანა ხდება ამ მიწების ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში. აღნიშნული კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებას და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანას აწარმოებენ ის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ამ მიწების გაცემის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ეს დაკავშირებული არ არის მიწების სარგებლობისათვის მიცემასთან, – ის ორგანოები, რომლებიც ამტკიცებენ მიწათმოწყობის პროექტებს, თუ სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის სხვა წესი.
Article 6. კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებისა და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანის წესი
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
