Article 67. კოლმეურნეობათაშორისი, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები სარგებლობისათვის ეძლევა სოფლის მეურნეობის პროდუქტთა საწარმოებლად და გადასამუშავებლად, საყოველთაო გავრცელებული სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად თუ სხვა საჭიროებისათვის ამ საწარმოსა და ორგანიზაციის სამეურნეო გეგმების შესაბამისად. მუხლი 68. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის სარგებლობაში მიცემის წესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის ორგანიზაციებს და საწარმოებს (კოლმეურნეობათაშორის მეფრინველეობის ფერმებს, გამოსაკვებ პუნქტებს და ა. შ.) მიწის ნაკვეთები მიეცემათ იმ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომლის მიწაზეც არსდება საწარმო ან ორგანიზაცია. ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის საწარმოებს და ორგანიზაციებს (კოლმეურნეობათაშორის სამშენებლო ორგანიზაციებს, სამშენებლო მასალების საწარმოებს და ა.შ.) მიწის ნაკვეთები გაერთიანების მონაწილე კოლმეურნეობათა მიწებიდან მიეცემათ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მიწების გამოყოფის საერთო წესის მიხედვით. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციულ საწარმოებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები აგრეთვე შეიძლება მიეცეს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის და სხვა მიწებიდან საერთო საფუძველზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თ ა ვ ი XIV არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
