სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთი პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ივნისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1981 წ., მუხ.107
