Article 85. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებოსტნეობისათვის
კოლექტიური მებოსტნეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები შეიძლება გამოეყოს დასახლებული პუნქტების მიწებიდან, სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდიდან, რომლებიც უახლოეს წლებში განკუთვნილი არ არიან განაშენიანებისათვის ან სხვა მიზნისათვის. კოლექტიური მებოსტნეობისათვის შეიძლება გამოყოფილი იქნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე დროებით გამოუყენებელი მიწები და აგრეთვე სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა არასასოფლო-სამეურნეო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
