Article 129. სამუშაო პირობები
1. პენიტენციური დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის, უსაფრთხოებისა და საწარმოში სანიტარიული ნორმების დაცვის წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე უქმე დღეებში მუშაობა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვისა და ამორიცხვის საკითხებს) და მისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესს, აგრეთვე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია, განსაზღვრავს მინისტრი. შესაძლებელია ამ სამუშაოებში გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და განისაზღვროს მათი შესრულების მიღება-ჩაბარების წესი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
