Article 133. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული განათლება
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 28 May 2026
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა შეექმნას პირობები პროფესიული განათლების მისაღებად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც პენიტენციურ დაწესებულებაშია შესაძლებელი.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
