Article 140. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 28 May 2026
1. ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი.
2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
