1.პატიმრობის დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2.პატიმრობის დაწესებულებაში მიღებული პირი საკანში თავსდება.
3.ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები პენიტენციურ დაწესებულებაში ცალ-ცალკე თავსდებიან. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სხვა ბრალდებულებზე.
