სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.მხარდამჭერი ღონისძიებების მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ფერმერთა და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და მათი შემოსავლების ზრდა.
2.სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერი ღონისძიებებია ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტები/პროგრამები.
3.სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებებს მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4.სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები არიან ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირები და იურიდიული პირები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებში ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დაკავშირებულ საქმიანობას.
5.სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები არიან აგრეთვე ფიზიკური პირები და იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობას სოფლის განვითარების სფეროში ახორციელებენ.
6.მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები გადამხდელი სააგენტოს წინაშე არიან ანგარიშვალდებული.
7.გადამხდელი სააგენტო ადგენს მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარების ანგარიშგების წესს. თავი III სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირება და ინსტიტუციური მოწყობა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.