უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი ხელყოფის შესახებ, პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ან სხვა შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Article 15. პარლამენტის წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
