1.საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში იქმნება ნდობის ჯგუფი.
2.ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი.
3.
