1.კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადისა შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, აგრეთვე მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი კომიტეტის წევრი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Article 49. საკონსულტაციო საბჭო
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
