საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, პროგრამის „26 02 02 – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში 2025 წელს მიღებული საქონლისა და მომსახურების დაფინანსება განახორციელოს ამ კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან.
2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით იურიდიული კომპანიებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შესყიდვის, არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დაფინანსება, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფინანსება.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.