1.საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
1.საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
3.საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიულისიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
4.ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.