Article 154. რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი ან გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.
