1.ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2.სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას.
