Article 77. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები
1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას.
2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება: ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში; გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.
3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება: ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში; ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.
4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.
