1.იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ იმ დებიტორული დავალიანების ურთიერთგაქვითვას, რომელიც ფაქტორს გადაეცემა, მოვალეს უფლება აქვს, აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება გამოიყენოს ფაქტორის მიმართაც.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მოვალეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთგაქვითვის უფლება გამოიყენოს მხოლოდ იმ დებიტორული დავალიანების მიმართ, რომელიც ურთიერთგაქვითვის შეთანხმებით უშუალოდ არის გათვალისწინებული, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება ძალაში იყო ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინების მოვალისთვის ჩაბარების მომენტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ურთიერთგაქვითვა შესაძლებელია მხოლოდ ფაქტორის თანხმობით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.