1.სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს ან განუხილველი დატოვოს განცხადება.
1.სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს ან განუხილველი დატოვოს განცხადება.
Closest in meaning — including in other laws
,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.სააგენტოს გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონული ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) გადაწყვეტილების სახეს; ბ) სათაურს; გ) გამომცემი ორგანოს დასახელებას და მისამართს; დ) გამოცემის დროს და განცხადების რეგისტრაციის ნომერს; ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს; ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის წარდგენის ვადას.
3.სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრაცია გაუქმებულად, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე.
4.გადაწყვეტილებაში მონაცემების შეტანა შეიძლება მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
6.რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.