Article 13. მომსახურების საფასურის გადახდის წესი
1. ერთეული სუბიექტის რეგისტრაციისას, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას გადაიხდევნება ერთი მომსახურების საფასური, იმის მიუხედავად, თუ რამდენი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილებაა მოთხოვილი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ცვლილებად მიიჩნევა ნებისმიერი სახის ჩანაწერის ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში.
2. პირის მიერ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული რამდენიმე მომსახურების ერთდროულად მოთხოვნისას, მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ერთიანად.
3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს პირი ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს.
4. თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დავალებული აქვს სააგენტოს კომპეტენციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა, მომსახურება წარმოებს საფასურის გადახდის გარეშე. თავი IV რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება
