საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 333. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. 2 1 . ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.
3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
4. (ამოღებულია - 24.09.2010, №3616) .
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაზღვროს ამ კოდექსის 35-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.
6. დაცვის მხარის უფლება ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზე ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
7. თუ ამ კოდექსის 182 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების შესასრულებლად ცალკეულ სასამართლოებში აუცილებელია დამატებითი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება , 182 1 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს ამ ღონისძიებების დასრულებისთანავე , მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა .
