Article 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო
1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი .
2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს). საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
