1.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2.საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.
3.საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4.საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე და მოქმედებს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
5.საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
6.(ამოღებულია - 20.09.2013, №1157) .
7.საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
8.
