1.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.
2.საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
3.სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
