სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ქმედუნარიანი, ნასამართლობის არმქონე, იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და ამ კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან 10 წელი არ არის გასული. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
Article 66^13. სკოლაში მისაღები კონკურსის მონაწილე პირი
Consolidation №61 Verified against the current consolidation · 4 Mar 2026
