1.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობაში შედის ყველა ნოტარიუსი.
2.პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება ნოტარიუსად დანიშვნისთანავე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრს უფლებამოსილება უწყდება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
