სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; ზ) მიზანმიმართულობა; თ) ოპერატიულობა; ი) უწყვეტობა; კ) გეგმურობა; ლ) ფარულობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი II. სააგენტოს საქმიანობა და უფლებამოსილება საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები 1. სააგენტო ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. სააგენტოს უფლებამოსილება, ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ
