1.უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი განეკუთვნებოდა მისი სიცოცხლის შესახებ უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
