„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
Article 12^3. საკონტეინერო მოსაკრებელი
1. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.
2. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
3. საქონლის გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი: ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი; ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის მუხლი 13. (ამოღებულია) საქართველოს 199 8 წლის 9 დეკემბრის კანონი №1727 -სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ. 55 საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 -სსმ I, №47(54), 26.11.1999 წ., მუხ. 240 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1389 -სსმ I, № 22, 18.05.2005 წ., მუხ. 152 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ. 392 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2209 -სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ. 313 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3545-სსმ I, №46.
04.08.2010წ., მუხ.292 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3547-სსმ I, №46.
04.08.2010წ., მუხ.294
